Sunday, November 16, 2014

ტრენინგის შეფასება

ინტელის ტრენინგი ძალიან ბევრის მომცემი და საინტერესო იყო ჩემთვის. ქალბატონი ლალი არის უსაზღვროდ განათლებული ,კომუნიკაბელური , თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი. აღვფრთოვანებული ვარ ამ ქალბატონის ენერგიით . დიდ მადლობას გიხდით ამ ტრენინგის ორგანიზატორებს და პირველ რიგში ქალბატონ ლალის.

მეცხრე დღის რეფლექსია

დრევანდელი დღე ძალიან ლამაზი და საინტერესო იყო.დღეს გავაკეთეთ პრეზენტაციები. მოვუსმინეთ ოპონენტებს და ამ მოსაზრებებს აუცილებლად გავითვალისწინებთ.

Saturday, November 15, 2014

მერვე დღის რეფლექსია

დღეს საკმაოდ ნაყოფიერად ვიმუშავეთ.გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს, ჩამოვტვირთეთ ჩვენთვის სასურველი ნიმუშები. ვიმსჯელეთ დიფერენცირებული საწვლების შესახებ. გადავათვარიელეთ ჩვენი საკუთარი პორტფოლიო. ავტვირთეთ google draiv-ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.დავალებად გვაქვს მოვემზადოთ ხვალინდელი დასკვნითი პრეზენტაციისთვის.

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს ვიმუშავეთ პროექტის მიმდინარეობის ნიმუშებზე. გადავათვალიერეთ სხვადასხვა შაბლონები და შევარჩიეთ ჩვენთვის მისაღები ვარიანტი.საშინაო დავალებად გვაქვს შევავსოთ პროექტის მიმდინარეობა და გავწეროთ დღეების მიხედვით.

Sunday, November 9, 2014

მეექვსე დღის რეფლექსია

მოვახდინეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ადაპტირება.გავეცანით ინტელის ბიბლიოთეკიდან შეფასების რუბრიკებს და ჩვენთვის საინტერესო სქემები ჩამოვტვირთეთ ჩვენს საქაღალდეში.

მეხუთე დღის რეფლექსია

შევქმენით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი.ავტვირთეთ google drav-ში და გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.

მოსწავლის ნაშრომი

Saturday, November 8, 2014

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიხსენეთ წინა მეცადინეობებზე შესრულებული დავალებები. მოვიფიქრეთ მოსწავლისათვის მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები.ინტელის ბიბლიოთეკიდან გავეცანით შეფასების სტრატეგიებს და შევავსეთ შეფასების დროის ჩარჩო.გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია, რომელიც ავტვირთეთ google draiv-ში და განვათავსეთ ბლოგზე. გავეცანით საავტორო უფლებების პრეზენტაციას.

პორტფოლიოს პრეზენტაცია

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები:


ზოგადი:
რამდენად ჯანმრთელი ვარ?
თემატური:
რა უნდა გავაკეთო ჯანმრტელობასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად?
როგორ მუშაობს ორგანიზმის სასიცოცხლო სისტემები ჯანმრტელობის შესანარჩუმებლად?
შინაარსობრივი:
რა ტიპის ხერხემლის დაავადებები არსებობს?
რა რისკები არსებობს შინაგან ორგანოებზე ხერხემლის გამრუდების დროს?
რა განსხვავებაა ლორდოზს, კიფოზს და სქოლიოზს შორის?


Saturday, November 1, 2014

მესამე დღის რეფლექსია

დავასწორეთ პროექტის იდეა. ვიმუშავეთ პროექტის  გეგმის შაბლონზე. აქვე გადავიტანეთ პროექტის იდეა. ჩამოვტვირთეთ ეროვნული სასწავლო გეგმა და ჩვენი პროექტის შესაბამისი ინდიკატორები შევიტანეთ გეგმის შაბლონზე. დავწერეთ 21 საუკუნის უნარ- ჩვევები რომელსაც უვითარებს ჩვენი პროექტი მოსწავლეებს. მოსწავლის ამოცანები განვათავსეთ ბლოგზე.ვისწავლეთ ბლოგის ფონის შეცვლა და ბლოგზე ახალი გვერდების შექმნა.დავალებათ გვაქვს გადავხედოთ მიზნებს და დავუკომენტაროთ ერთმანეთს .

მოსწავლეთა მიზნები და ამოცანები:



მოსწავლეები შესძლებენ:

ჩაატარონ კვლევა თავისი ასაკის ბავშვებში რამდენადაა გავრცელებული ხერხემლის გამრუდებასთან დაკავშირებული დაავადებები ,ამისათვის ესტუმრებიან ბავშვთა პოლიკლინიკას და ექიმებიდან მიიღებენ ინფორმაციას.

გაანალიზებენ შეგროვილ ინფორმაციას და გააცნობიერებენ ტანადობის დარღვევასთან დაკავშირებული დაავადებების გაჩენის რისკს.


გამოიყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ და ბეჭვდურ მასალებს ინფორმაციის შესაგროვებლად და გადასცემენ აუდიტორიას.