Sunday, October 26, 2014
მეორე დღის რეფლექსია
:ჩამოვაყალიბეთ პროექტის იდეა და გამოვაქვეყნეთ, ვისწავლეთ გამოქვეყნებულ იდეებზე კომენტარების გაკეთება. შევქმენით ბროშურა.
პირველი მოდულის რეფლექსია
ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგვმის პროცესში.გამიჩნდა დიდი სურვილი ბოლომდე შევისწავლო ინტელის პროგრამა და აქტიურად გამოვიყენო. აუცილებლად დავგეგმავ პროექტს და შევეცდები მის განხორციელებას.იმედი მაქვს ამ ყველაფერს შევძლებ.
ჩემი პროექტის იდეა
თემა;ტანადობის დარღვევა.
იდეა;ტანადობა ადამიანის სხეულის ჩვეული მდგომარეობაა მოსვენებისა და მოძრაობის დროს. სწორი ტანადობა ადამიანის სხეულს ძალიან ლამაზს ხდის და ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.ტანადობას აფასებენ ხერხემლის ნადრეკების მდგომარეობის მიხედვით.დღეისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოზარდებში ხერხემლის გამრუდების რიცხვის კატასტროფული ზრდა.ამიტომაც დავინტერესდით ამ პრობლემით. მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ხერხემლის განვითარების პათოლოგიების (მაგ; სქოლიოზი, კიფოზი,ლორდოზი,დისკოზი) და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ჩაატარებენ გამოკითხვას თავის თანატოლებში და ექიმებში და კვლევითი პროცედურის დასრულების შემდეგ განახორციელებენ მონაცემთა აღრიცხვას და ანალიზს . შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და ტექნოლოგიების გამოყენებით წარადგენენ კლასის წინაშე.
Saturday, October 25, 2014
პირველი დღის რეფლექსია
გავეცანით ინტელის სასწავლო პროგრამას და ტრენინგის მიზანს,გავეცანით ინტელის სახელმძღვანელოს. შევქმენით პორტფოლიო და ჩამოვტვირთეთ პროექტის გეგმები.შევქმენით ბლოგი. დავალებათ გვაქვს პროექტის იდეის მოფიქრება.
Subscribe to:
Posts (Atom)