Sunday, October 26, 2014

ჩემი პროექტის იდეა

თემა;ტანადობის დარღვევა.
იდეა;ტანადობა ადამიანის სხეულის ჩვეული მდგომარეობაა მოსვენებისა და მოძრაობის დროს. სწორი ტანადობა ადამიანის სხეულს ძალიან ლამაზს ხდის და ხელს უწყობს ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას.ტანადობას აფასებენ ხერხემლის ნადრეკების მდგომარეობის მიხედვით.დღეისათვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მოზარდებში ხერხემლის გამრუდების რიცხვის კატასტროფული ზრდა.ამიტომაც დავინტერესდით ამ პრობლემით. მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას ხერხემლის განვითარების პათოლოგიების (მაგ; სქოლიოზი, კიფოზი,ლორდოზი,დისკოზი) და მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. ჩაატარებენ გამოკითხვას თავის თანატოლებში და ექიმებში და კვლევითი პროცედურის დასრულების შემდეგ განახორციელებენ მონაცემთა აღრიცხვას და ანალიზს . შეიმუშავებენ რეკომენდაციებს საყრდენ- მამოძრავებელი სისტემის ნორმალური განვითარებისათვის და ტექნოლოგიების გამოყენებით წარადგენენ კლასის წინაშე.

1 comment:

  1. იდეა ძალიან მომეწონა... მოზარდებში ნამდვილად სერიოზული პრობლემაა სქოლიოზი და ამგვარი კვლევის ჩატარება მნიშვნელოვანია. საზოგადოება ინფორმირებული გახდება ხერხემლის პათოლოგიების გამომწვევი მიზეზების შესახებ. რჩევის სახით მინდა გითხრა, რომ კარგი იქნება კვლევის შედეგები არა მხოლოდ კლასს არამედ შედარებით ფართო საზოგადოებას გააცნოთ, მაგალითად, მთელი სკოლის მოსწავლეებს.
    გისურვებთ წარმატებებს!!!

    ReplyDelete